ჯამაათნო, გაგიმარჯოსთ! გადავწყვიტე, ამ უნიკალურ სტილს ცოტათი ორგანიზაცია გავუკეთო და ენციკლოპედიის სახით წარმოვადგინო.
მცირე ისტორიული ექსკურსი
მაშ ასე, მიღებულია, რომ ამ სტილს სათავე 2006 წლის მიწურულს დაედო. როდესაც ფართო მასებისათვის უცნობმა, მავანმა ვაზისუბნელმა, ვინმე ჯაბა ჯიქურაშვილმა თავისი დემო ჩანაწერები ერთ-ერთ რადიოში მიიტანა. იმ ხანებში რადიოებში საშინელი კორუფცია სუფევდა და პროგრესული აზრი არ არსებობდა. ეთერი წალეკილი ჰქონდა ბაბსასა და სხვა ბან-Z რეპერების ფსევდოშემოქმედებას. რა გასაკვირია, რომ ასეთ ვითარებაში ჯაბას, ანუ იგივე ტოქსის, მუსიკა ვერავინ დააფასა. მაგრამ ჩანაწერები როგორღაც მოხვდა ინტერნეტში... და ჰოი საოცრებავ, ისინი რამდენიმე კვირაში ანდერგრაუნდის კლასიკად იქცა. მოაზროვნე ახალგაზრდობამ შეძლო დაეფასებინა ტოქსის ჩამომპალი ღირებულებების წინააგმდეგ მიმართული პათოსი და გულწრფელი სტილი. მაგრამ მხოლოდ ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანდა...
თბილისის მეორე მხარეს. ნახალოვკაში, პირველ შემოქმედებით ნაბიჯებს დგამდა იურა, რომელსაც ბედმა არგუნა კიდევ უფრო განევითარებინა ნეო-განგსტა. კერძოდ, მან ავანგარდული კლიპების გადაღება დაიწყო. აგრეთვე მან ამ სცენას უფრო ინტერნაციონალიზაცია გაუკეთა, რამეთუ მის სიმღერებსი ორი ენა, ქართული და რუსული ფიგურირებს. ამასთან მან თავის სიმღერებში შეიყვანა მისტერიულ-ფიქტიურ-საეჭფო-მსუბუქი ყოფაქცევის მქონე ზურას გმირი, რამაც მისი შემოქმედება უფრო მაღალ არტისტულ დონეზე აიყვანა.
ვაზისუბანს და ნახალოვკას მხარი ცენტრმა, ვაკემაც აუბა. კერძოდ ვაზისუბნიდან ემიგრირებულმა გონგომ გამოუშვა სინგლი, რომელმაც ახალი სიტყვა თქვა ნეო-განგსტაში. მისი შესრულების მანერა გამოირჩეოდა ხასიათების საკმაო კონტრასტით, ლირიზმიდან ღრმა და დაუფარავ აგრესიამდე. აღსანიშნავია, რომ იგი სტილის ფუძემდებელს, ტოქსის დაუპირისპირდა და მას ბრალი დასდო ტყუილში. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს იყო გონგოს ვაზისუბნიდან ემიგრაციის მთავარი მიზეზი.
მოკლედ, ესენი გახლავთ ნეო-ს სამი ვეშაპი. მაგრამ შეცდომაა იმის თქმა, რომ ეს სტილი მხოლოდ ამით მთავრდება. ნეო-განგსტა რადიკალურად არაკომრეციული სტილია, რის შედეგადაც საკმაოდ მრავლად არიან შემოქმედები, რომელთაც ოფიციალურად მხოლოდ ერთი სინგლი ან სულაც არაფერი არ აქვთ გამოშვებული და გვპირდებიან, რომ მერე გამოუშვებენ. აი ზოგიერთი მათგანი: ქერქმენა, კლერიკა...
არსებობს ისეთი შემსრულებლებიც, რომლებსაც ფორმალურად ამ სკოლას ვერ მივაკუთვნებთ, მაგრამ ისინი ან იზიარებენ ანდაც გავლენა მოახდინეს ამ სტილის ამათუიმ ელემენტზე, მაგალითად: დეზერტირები, Lьანდი, L-მორო, რეპმენა...
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment